პროექტები


პროექტი

პროექტის
სახელწოდება
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა
პროექტის
მთავარი იდეა
მოსწავლეები გაეცნობიან 1918-1921წ-ს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების პროცესს
პროექტის მნიშვნელობა / აქტუალობა
მნიშვნელოვანია იმით რომ მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკულად აზროვნების უნარი, დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებებზე, სახელმწიფოებრივ სტრუქტურაზე,  მართვა-გამგეობაზე. პრეზენტირების უნარი, გუფური მუშაობის უნარი,  ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების უნარი, შაფასების უნარი.
პროექტის მიზნები
 მოსწავლეები შეძლებენ შეაფასონ დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის პროცესი და ის გატარებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეფორმები, რომელიც განხორციელდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის მანძილზე 1918-1921 წლებში
მოსწავლეთა ასაკი
 16-17 წელი
ვადები/
ხანგრძლივობა
 ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/
პროდუქტები, რა შეიძლრბა შეიქმნას
     ფოტო მასალა
     პრეზენტაცია
     ბლოგი
     კედლის გაზეთი
     ფოტო ალბომი

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ფოტო აპარატი, კომპიუტერი, კალმები, რვეულები, რუკა, პროექტორი.
პროექტის მსვლელოვა
(ძირითადი აქტივობები)
 მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფის მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს ჟურნალ-გაზეთებში, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების გამოცხადების შესახებ, გაანალიზებენ იმ სიძნელეებს, რომელიც წილად ხვდა დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების დროს. მეორე ჯგუფის მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს ცნობილი პიროვნებების შესახებ, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების დროს. ორივე ჯგუფს დაევალებათ, მოპოვებული მასალის საფუძველზე შექმნან პრეზენტავია. ორივე ჯგუფი ერთობლივად იმუშავებს კედლის გაზეთის გამოშვებაზე, შექმნიან ფოტო ალბომს. მოაწყობენ ფოტო გამოფენას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
 დაამყარებენ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირს (ლიტერატურა, გეოგრაფია) შექმნიან ექსკურსიის მარშრუტის რუკას
პროექტის ხელმძთღვანელი
 ფრიდონი ჩხიტუნიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
 fridonichxitunidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
http://fridonichxitunidze.blogspot.com/



პროექტის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
წარმოდგენილი მასალის სრულყოფილება
წარმოდგენილი მასალა არასრულყოფილია
წარმოდგენილი მასალა ნაწილობრივ სრულყოფილია
წარმოდგენილი მასალა სრულყოფილია
აუდიტორიასთან კონტაქტი
ვერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან
ნაწილობრივ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან
სრულყოფილად ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან
თვალსაჩინო მასალის გამოყენება
ვერ იყენებს თავლსაჩინოებას
 იყენებს თავლსაჩინოებას, მაგრამ ნაწილობრივ
 სრულად იყენებს თავლსაჩინოებას

No comments:

Post a Comment